უნიფიცირებული კომუნიკაციები ეს არის კომუნიკაციის ერთიანი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აერთიანებს სატელეფონო კავშირს, აუდიო კონფერენციას, ელექტრონულ და ხმოვან ფოსტას, ფაქსს, ვიდეო კონფერენციის სისტემას, მყისიერი ტექსტური შეტყობინებების სერვისს, კალენდარს, კონტაქტების სერვისებს, მობილური კავშირის საშუალებებს და ბიზნეს პროცესების მართვის გარკვეულ აპლიკაციებს.
ბიზნეს-პროცესების მართვისას იძლევა მყისიერი და მარტივი დაკავშირების შესაძლებლობას
ზრდის ეფექტურობას კავშირის მომენტისთვის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის გამოყენების გზით
უფრო ეფექტურად ანაწილებს თანამშრომლების დროს და განრიგს, ზრდის თანამშრომლების მუშაობის ხარისხს
ამცირებს კომუნიკაციების ღირებულებას ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა ტრანსპორტირების ღირებულების შემცირება, საკომუნიკაციო სისტემების კომპონენტების რაოდენობის შემცირება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების ღირებულების შემცირება და სხვ
კლიენტის ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად, სისტემა იყენებს ინფორმაციის გადაცემის არაერთი გადაწყვეტილებას
ტელეფონია
მოიცავს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის იმ ძირითად ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შიგნით სატელეფონო სისტემის მოწყობას. ამ სისტემაში ერთიანდება ანალოგიური, ციფრული და IP ტიპის სატელეფონო სადგურები.
ტელეკონფერენცია
თანამედროვე ტექნოლოგიები მაღალი ხარისხის ვიდეო კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. ეს კი შესაძლებელს ხდის დამყარდეს მაღალი გარჩევადობის (HD) ვიდეო კომუნიკაცია, მოხდეს გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილზე მყოფი, არაერთი მონაწილისგან შემდგარი შეხვედრის ოპერატიულად ჩატარება.
შეტყობინებების გაცვლა
უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემის ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ინტეგრაცია ისეთ ქვესისტემებთან, როგორებიცაა კალენდარი, ელექტრონული ფოსტა თუ კონტაქტების ბაზა, შესაძლებელობას იძლევა მოხდეს ინფორმაციის მომენტალური გაცვლა, რაც დიდწილად ამაღლებს გუნდური მუშაობის ხარისხს.
კოლაბორაცია
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია ერთ პროექტზე ან გადაწყვეტილებაზე მომუშვე ადამიანთა ჯგუფისთვის. ამ სისტემის გამოყენების დროს საგრძნობლად იმატებს როგორც თანამშრომლების მუშაობის, ასევე პროექტის შესრულების ხარისხი, მცირდება პროექტისთვის განკუთვნილი სამუშაო დრო და ხდება თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ინტერაქტიულ რეჟიმში.
CALL-ცენტრები
Call-ცენტრი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი მეშვეობით ხორციელდება როგორც ზარების ავტომატური განაწილება, ასევე წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, მათზე განსხვავებული სერვისების მინიჭება. კომპანიები ადვილად ახერხებენ ოპერატორების მუშაობის ეფექტურობისა და კლიენტების მომსახურების ხარისხის ზრდას. ხარისხის კონტროლის მიზნით, ასევე ფართოდ გავრცელებული მეთოდია ზარების სრული ან შერჩევითი ჩაწერა, რაც შემდგომი ანალიზის საშუალებას იძლევა.
დელტა სისტემსი სთავაზობს თავის მომხმარებლებს გადაწყვეტილებებს უნიფიცირებულ კომუნიკაციებში, რომლებიც ეფუძნება შემდეგი ბრენდების
პროდუქტებს
დელტა სისტემსის სპეციალისტებს აღნიშნული ტექნოლოგიების ცოდნისა და დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემები უკვე არაერთ ქართულ კომპანიაში დაინერგა. დელტა სისტემსი კი წარმატებით განაგრძობს სხვადასხვა კომპანიებისა თუ ორგანიზაციებისთვის უნიფიცირებული კომუნიკაციების საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებას.