Delta Ssystems
დელტა სისტემსი ახორციელებს პროგრამული უზურნველყოფის ინჟინერიას, რაც მოიცავს მომხმარებელზე ბოლომდე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჰეტეროგენული პროგრამული სისტემების ინტეგრაციას SOA პრინციპებით, სხვადასხვა ტექნოლოგიებისა და პლატფორმების გამოყენებით.
დელტა სისტემსი იყენებს პროგრამული ინჟინერიის წამყვან მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქტების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას. პროექტის სპეციფიკიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე დელტა სისტემსი იყენებს პროდუქტის შექმნის როგორც ფაზურ, ისე იტერაციულ მეთოდებს. შედეგის მისაღწევად, ჩვენი კომპანიის ოპერაციები CMMI-ს პრინციპებზეა დამყარებული.
2010 წლიდან ჩვენი კომპანია სარგებლობს პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის (ALM) მართვის სისტემით, რომელთანაც ინტეგრირებულია პროექტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, რაც ჯამში პროდუქტის შექმნისა და პროექტების მართვის ერთიან გარემოს ქმნის. აღნიშნული განაპირობებს, პროგრამული პროდუქტისა და მისი დანერგვის პროექტის მართვის მაღალ ხარისხს.
დღესდღეობით დელტა სისტემსი პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის .Net-ის და JAVA პლატფორმების გამოყენებით.

WIN FORMS, ASP.NET, ADO.NET, WINDOWS PRESENTATION FOUNDATION, WINDOWS COMMUNICATION FOUNDATION, WINDOWS WORKFLOW FOUNDATION, ENTITY FRAMEWORK, LINQ
J2EE,  J2SE, J2ME,  JSP, JSTL, EJB, SERVLETS, AJAX, JDBC, SOA, SOAP, XML/XSD, WEB SERVICES
AWT, SWING, JPA, JTA, JAVA MAIL, JSF, STRUTS, SPRING, HIBERNATE, GWT, WEB METHODS, MAVEN, ASPECTJ, JACKRABBIT, AXIS
დელტა სისტემსი ფლობს სერთიფიცირებულ დეველოპერთა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორთა გუნდს, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს კორპორაცული კლასის პროგრამული სისტემების შექმნაში, როგორც ქართული ასევე გერმანული და ამერიკული კომპანიებისათვის. დელტა სისტემსმა შეიმუშავა ქვეყნის მასშტაბით მომუშავე სამთავრობო სისტემები, რომელთა მომხმარებლების რაოდენობაც რამოდენიმე ათასს აღწევს.
შეგვიკვეთეთ
პრეზენტაცია
სახელი:
პოზიცია:
კომპანია:
ტელეფონი:
ელ–ფოსტა: