ეს არის მონაცემთა მართვისა და რეზერვაციის ცენტრი, რომელიც ინფორმაციის დამუშავების, შენახვის და გავრცელების ფუნქციას ასრულებს. დატა-ცენტრში ინახება სერვერული და საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მუდმივ წვდომას ნებისმიერ ინტერნეტ რესურსთან.
დატა-ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურა მოიცავს კონდინცირების სისტემას, უწყვეტ ელექტრომომარაგებას, IP კონტროლის სისტემას და სხვა დამატებით კონპონენტებს.
დელტა სისტემსის კვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად ახდენენ სერვერების მონიტორინგს.
ორგანიზაციებს, რომელთა ბიზნეს პროცესები დაკავშირებულია მძლავრი IT ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან, უჩნდებათ მოთხოვნილება იქონიონ დატაცენტრი, რომელიც გარდა იმისა, რომ შეასრულებს მათ ამოცანებს, ასევე დააკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ კლიენტებს პირველ რიგში ვთავაზობთ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც ითვლის არაერთ წარმატებულ პროექტს დატაცენტრების აწყობის კუთხით.