Delta Ssystems
ბიზნეს ანალიტიკა წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობას, რომელიც საშუალებას იძლევა შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო გარემო გადაწყვეტილების პროცესის მხარდასაჭერად. ბიზნეს ანალიტიკის სისტემა ინფორმაციას იძლევა ონლაინ რეჟიმში, საჭირო ფორმატით და აღქმისათვის მოსახერხებელი ფორმით, რაც მენეჯერებს კომპანიის საქმიანობის ანალიზისათვის საჭირო მრავალფეროვანი ინფორმაციით ამარაგებს.
ბიზნეს ანალიტიკა მიზნად ისახავს ბიზნესის საქმიანობის ზოგადი ხარისხის ამაღლებას, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს ტექნოლოგია ორგანიზაციას საშულებას აძლევს მონაცემები ჯერ ბიზნეს ინფორმაციად, ხოლო შემდეგ ბიზნესის მართვის ცოდნად გარდაქმნას.
მონაცემებზე წვდომის მეგობრული და გასაგები ინტერფეისი
კომპანიის რამოდენიმე სააღრიცხვო სისტემიდან და მონაცემთა ბაზიდან მონაცემების მიღების და მათი მეშვეობით კონსოლიდირებული ანგარიშგების ფორმირების შესაძლებლობა
ანგარიშგების სისტემის უნიკალური მოქნილობა - ანალიტიკოსს შეუძლია განიხილოს მონაცემების ნებისმიერი რაკურსი, გამოიყენოს ნებისმიერი ფილტრი და დაჯგუფება, გაშიფროს კონკრეტული მაჩვენებლები და დავიდეს ამ მონაცემების წარმომქმნელ გატარებამდე, შეცვალოს ანგარიშების სტრუქტურა და შექმნას ახალი ანგარიშები IT სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე
სისტემა უზრუნველყოფს გამომავალი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეს
სქორ-ქარდები და დეშბორდები
კორპორაციული რეპორტინგი
OLAP ანალიზი
ვრცელი და პროგნოზირებადი ანალიზი
პროაქტიული შეტყობინებები
ბიზნეს ანალიტიკის სისტემების ძირითადი დანიშნულებაა ინფორმაციის დიდი რაოდენობის დამუშავება ბიზნეს-ამოცანების გადასაჭრელად. ეს განაპირობებს ბიზნეს ანალიტიკის სისტემების სპეციფიკურ არქიტექტურას, რომელიც გამიზნულია მიიღოს, დაამუშაოს და წარმოუდგინოს მონაცემები საბოლოო მომხმარებლებს. ზოგადი სახით ბიზნეს ანალიტიკის სისტემის არქიტექტურა ასე გამოიყურება:
დელტა სისტემსი საქართველოში ბიზნეს ანალიტიკის ტექნოლოგიების გამოყენების პიონერია. დელტა სისტემსის სპეციალისტები ფლობენ ბიზნეს ანალიტიკის სისტემების დანერგვისთვის აუცილებელ ცოდნას და კვალიფიკაციას.
შეგვიკვეთეთ
პრეზენტაცია
სახელი:
პოზიცია:
კომპანია:
ტელეფონი:
ელ–ფოსტა: