იარპი არის ინფორმაციული სისტემა რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს კომპანია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკების და სტანდარტების გამოყენებით.
იარპი სისტემა ერთიან უწყვეთ ჯაჭვში აერთიანებს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, წარმოების, მატერიალური მარაგების, დაგეგმარების, გაყიდვების, შესყიდვების, დისტრიბუციისა და სხვა ბიზნეს ერთეულების პროცესებს.
იარპი სისტემა ახდენს კომპანიის მართვის კომპლექსურ ავტომატიზაციას, მაგრამ ეს მხოლოდ კომპიუტერული სისტემების დანერგვა როდია. იარპი სისტემის დანერგვა ახალ მართველობით კონცეპციაზე გადასვლაა, რომელიც თავის თავში გულისხმობს მართვის ახალი სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას.
კომპანიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება და კონსოლიდაცია
სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით
კომპანიის განვითარების სცენარების დაგეგმარებისა და მოდელირების შესაძლებლობა
ფინანსური საკითხების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
ხარჯების და შემოსავლების გეგმა/ფაქტიური ანალიზი, გადახრების კონტროლი
რეალური თვითღირებულების და მოგების კონტროლის შესაძლებლობა
წარმოების პროცესის ეფექტურობის გაზრდა და გამოშვებული პროდუქციის მომგებიანობის გაზდა
კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობა კომპანიის მენეჯმენტისთავის და მლობელებისათვის
დელტა სისტემსი ორიენტირებულია მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტილებები შესთავაზოს. ამიტომ ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ შესაბამის კლასში საუკეთესო პროდუქტებს ისეთებს, როგორიცაა DirectOne და SAP.
ფინანსები
ფინანსების მოდული მოიცავს ბიუჯეტირების, ფულადი სახსრების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების, გადასახადების მართვას. ფინანსური მოდული აწარმოებს ასევე ანგარიშგებას, როგორც კორპორაციული ისე, IFRS სტანდარტების შესაბამისად.
წარმოება
წარმოების მოდული მოიცავს ნებისმიერი სირთულის დისკრეტული და პროცესული საწარმოო ციკლის ავტომატიზაციას, რაც გულისხმობს საწარმოებელი პროდუქციის გამოშვების დაგეგმარებას და აღრიცხვას, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფას, საწარმოო-ტექნოლოგიური მარშრუტის ნებისმიერ ეტაპზე თვითღირებულების მართვას, საწარმოო სიმძლავრეების ეფექტურ გამოყენებას.
მარაგების მართვა
მარაგების მართვის მოდული საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია, რომელიც საერთაშორისო კლასის სასაწყობო მეურნეობებისთვისაა დამახასიათებელი
შესყიდვები
შესყიდვების მართვის მოდული მოიცავს კომპანიის საოპერაციო და შიდა მოთხოვნების უზრუნველყოფას, მოწოდების ციკლის სრული ავტომატიზაციით.
გაყიდვები და დისტრიბუცია
გაყიდვებისა და მობილური დისტრიბუციის მოდული მოიცავს ლოგისტიკის პროცესების სრულ ავტომატიზაციას, რაც გულისხმობს ვანსელინგის, პრესელინგის, მერჩანდაიზინგის კომპონენტებს და მიწოდების ოპტიმალურ მარშრუტიზაციას.
საცალო გაყიდვები
საცალო გაყიდვების მოდულის მეშვეობით შესაძლებელია მაღაზიის ან ნებისმიერი სხვა საცალო სავაჭრო წერტილის ავტომატიზაცია, ინტეგრაცია ნებისმიერი ტიპის სავაჭრო მოწყობილობასთან.
ადამიანური რესურსები და ხელფასები
ადამიანური რესურსების მართვისა და ხელფასების მოდული მოიცავს პერსონალის მართვის სრულ სპექტრს, რაც გულისხმობს თანამშრომლების შერჩევას, განვითარებას, შედეგიანობის შეფასებას, სხვადასახვა სამოტივაციო და საბონუსო სისტემების შემუშავებას.
პროექტების მართვა
პროექტების მართვის მოდული წარმოადგენს კომპლექსურ ინსტრუმენტს, რომელიც პროექტების დაგეგმარების, შესრულების კონტროლის, შედეგების ანალიზის და ხარჯების კონკრეტულ საპროექტო დავალებებზე გადანაწილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
მომხმარებლებთან ურთიერთობა (CRM)
მოდული საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად შეგროვდეს და იმართოს გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლების, მომწოდებლების, პარტნიორების და კონკურენტების მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტების არსებობას. მოდული უზრუნველყოფს გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ფუნქციონირების სრულ ავტომატიზაციას.
გაფართოვებული აქტივების მართვა
მოდული საშუალებას იძლევა ვმართოთ დანადგარებისა და საწარმოო აგრეგატების ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება და რემონტი. მოდულს შეუძლია ასევე აგრეგატის და მისი კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დაგეგმილი და ფაქტიური სარემონტო სამუშაოების მართვა.
დელტა სისტემსი ფლობს იარპი სისტემების დანერგვასა და მხარდაჭერის უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენმა კომპანიამ განახორციელა საქართველოში ყველაზე მასშტაბური იარპი პროექტები წარმოების, ენერგეტიკის და საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებში, რომელთა ბრუნვაც რამოდენიმე მილიარდ ლარს აღემატება.
იარპი სისტემების წარმატებული დანერგვა განაპირობა პროფესიონალთა გუნდმა, რომელიც იყენებს პროექტების მართვის წამყვან მეთოდოლოგიებს. დელტა სისტემსში ამჟამად იარპი სისტემებით 40-ზე მეტი ტექნიკური ექსპერტი და ბიზნეს კონსულტანტია დაკავებული.