ნიჭიერ სპეციალისტებს ყოველთვის მივესალმებით დელტა სისტემსში. ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა და ასევე გამოცდილ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ ნაყოფიერად ითანამშრომლონ ჩვენთან. გახსოვდეთ რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ პიროვნებებთან. ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ მათთან ერთად ვისაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი არჩევანი.
ჩვენ ვიწვევთ ახალგაზრდა IT სპეციალისტებს, ასევე ტექნიკური ფაკულტეტების სტუდენტებს დელტა სისტემსში სტაჟირების გასავლელად. სტაჟიორებს ექნებათ საშუალება გაიარონ პროგრამა ბრეინფორსი, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდებიან დელტა სისტემსში.